აბდულ-ჯაბარი - თანამედროვე NBA-ში სათადარიგოთა სკამზე ვიჯდებოდი #1TVSPORT
ლეგენდარულმა კალათბურთელმა, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ყველა დროის საუკეთესო მექულემ ქარიმ აბდულ ჯაბარმა აზრი გამოთქვა იმის შესახებ, როგორ შეიცვალა ლიგა სამქულიანი ხაზის შემოღების შემდეგ.
„ვფიქრობ, სამქულიანმა ტყორცნამ აიძულა ყველა – უნივერსალი გამხდარიყო. სამქულიანის ხაზის გამოჩენამდე ცენტრის პოზიციაზე ვთამაშობდი და სამწამიანიდან არასოდეს გამოვდიოდი. თუ დაცვაში მოხსნას ვიღებდი, მწვრთნელი მეუბნებოდა, რომ ბურთი მცველისთვის მიმეცა და შეტევაში წავსულიყავი პოზიციის დასაკავებლად. ახლა, კალათბურთელები სხვანაირად თამაშს სწავლობენ. შეხედეთ ანტენტოკუნმპოს. ის ხსნის ბურთს და შეუძლია ის არავის მისცეს, არადა, 211 სანტიმეტრი სიმაღლისაა. გამთამაშებლად გადაიქცევა და შეტევაში მიდის.
მეც რომ იგივე გამეკეთებინა, სათადარიგოთა სკამზე ვიჯდებოდი და სტატისტიკის შეგროვებით ვიქნებოდი დაკავებული“, – ამბობს ლეგენდარული კალათბურთელი.