„ABC ლიგის“ ფინალში „ბასკონია“ დაწინაურდა
„ABC ლიგის“ ფინალში „ბასკონია“ დაწინაურდა

„ლიგა ენდესას“ ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში „ბასკონიამ“ სენსაცია შემოგვთავაზა. პირველი მატჩის მასპინძელი ტურნირის ფავორიტი – მადრიდის „რეალი“ იყო, რომელმაც შეხვედრა 90:94 დათმო.

თორნიკე შენგელიამ „ბასკონიას“ შემადგენლობაში მოედანზე ყველაზე დიდი დრო – 30:06 წუთი გაატარა და 12 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და ერთი ჩაჭრა მიითვალა.

მადრიდის „რეალის“ მხრიდან საუკეთესო ჯეისი კეროლი იყო, რომელმაც 20 ქულა მოიპოვა. შენგელიას გუნდმა ლუკა დონჩიჩი გაანეიტრალა და სლოვენიელმა სუპერ ვარსკვლავმა მხოლოდ 10 ქულა მოიპოვა.

 

ფინალურ სერიაში „ბასკონია“ 1:0 დაწინაურდა.