იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა აარონ რემსიმ შესაძლოა, კლუბი სეზონის დასასრულს დატოვოს.
Tuttosport იუწყება, რომ ტურინიდან წასვლა თავად ფეხბურთელს სურს, რადგან გუნდში მცირე სათამაშო პრაქტიკა აქვს და სათადარიგოთა სკამზე ხშირად ზის.
29 წლის აარონ რემსიმ მიმდინარე სეზონში მინდორზე 18-ჯერ გავიდა და ორი გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ უელსელი ფეხბურთელი „იუვენტუსში“ „არსენალიდან“ გადმოვიდა და იმ პერიოდში თავისუფალი აგენტი იყო.
Transfermarkt აარონ რემსის 40 მილიონ ევროდ აფასებს.