აარონ გორდონის ტრანსფერთან დაკავშირებით ამერიკულ მედიაში საუბრები არ წყდება. გუშინ საბოლოოდ გაირკვა, რომ 25 წლის ამერიკელი ფორვარდი „დენვერის“ ღირსებას დაიცავს.
„ნაგეთსმა“ მიაღწია შეთანხმებას „ორლანდოსთან“ და გორდონის სანაცვლოდ „მეჯიქში“ გარი ჰარისსა და არ ჯეი ჰემპტონს გაუშვებს. მოლაპარაკების თანახმად „დენვერში“ გორდონთან ერთად ასევე გარი კლარკიც გადავა. ეს კი „ნაგეთსისთვის“ პლეი-ოფებამდე შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ მომგებიანი გაცვლაა.