აარონ გორდონი 4-6 კვირის მანძილზე ვერ ითამაშებს
აარონ გორდონი 4-6 კვირის მანძილზე ვერ ითამაშებს

„ორლანდომ“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2020-21 წლების რეგულარული სეზონი კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პერიოდში გუნდმა საგრძნობი რეგრესი განიცადა. უკანასკნელი 13 ჩატარებული მატჩიდან „მეჯიქმა“ 11 წააგო.

„ორლანდოს“ ფანებისთვის „ტორონტოსთან“ შეხვედრაში (102:115) არასასიამოვნო ფაქტი მოხდა – გუნდის ამ ფორმაციის ერთ-ერთმა ლიდერმა აარონ გორდონმა კოჭის ტრავმა მიიღო.

ჟურნალისტი შემს ჩარანია, სამედიცინო დასკვნაზე დაყრდნობით იუწყება, რომ გორდონი „ორლანდოს“ 4-6 კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება.