აარონ ბეინსმა „ფილადელფიასთან“ მატჩის დროს კოჭის ტრავმა მიიღო
აარონ ბეინსმა „ფილადელფიასთან“ მატჩის დროს კოჭის ტრავმა მიიღო

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულის მორიგი ტურის შეხვედრაში „ფილადელფია“ საკუთარ „ველს ფარგო ცენტრში“ „ბოსტონს“ დაუხვდა და მეტოქეს სამი ქულის სხვაობით, ანგარიშით 118-115 სძლია.

„სელტიკსის“ გულშემატკივრებისთვის მარცხის გარდა შეხვედრის დროს კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი მოხდა. ბრედ სტივენსის გუნდის მძიმე ფორვარდი აარონ ბეინსი მარკუს სმარტს დაეჯახა და კოჭი დაიზიანა. „სელტიკსის“ კალათბურთელი გასახდელისკენ გავიდა და მატჩში მონაწილეობა აღარ მიუღია. ეს „ბოსტონისთვის“ დიდ დანაკლისად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ბეინსი გუნდის დაცვით თამაშში ერთერთ წამყვან როლს თამაშობს.


მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში ბოსტონი საკუთარ კალათში საშუალოდ 99.3 ქულას უშვებს. ხოლო როდესაც ავსტრალიელი პარკეტზე არ იმყოფება „სელტიკსი“ 106.5 ქულას უშვებს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი თუ რამდენად სერიოზულია ბეინსის ტრავმა.