A ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული დასრულდა - უეფა-ს მწვრთნელთა განათლების პროექტი გრძელდება #1TVSPORT
A ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული დასრულდა - უეფა-ს მწვრთნელთა განათლების პროექტი გრძელდება #1TVSPORT

თბილისში უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსის მეექვსე მოდული გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი იყო.

მოდულის მიმდინარეობისას კურსის მსმენელებმა ინფორმაცია მიიღეს იმ თემების შესახებ, რომლებიც სამწვრთნელო საქმიანობის უკეთ წარმართვისთვის მნიშვნელოვანია – სწორი კვება, საკვები დანამატები, სტანდარტულები, ტრავმების პრევენცია, მენეჯმენტი.

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი ექვსი მოდულისგან შედგებოდა. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელებს უეფა-ს საერთაშორისო კატეგორიის ლიცენზია გადაეცემათ. A ლიცენზიის მიმდინარე კურსზე 20 მონაწილე ირიცხება, მათი უმეტესობა ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელია.

შეგახსენებთ, რომ მწვრთნელთა განათლების A ლიცენზიის კურსი შესაბამისობაშია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციასთან, რომლის მიხედვითაც, ევროპაში ეს საქმიანობა რეგულირდება. ლიცენზიის არქონის შემთხვევაში მწვრთნელი ევროპის კონტინენტზე ვერ იმუშავებს.