ჰაკერებმა „ბარსელონას“ „ტვიტერში“ შეაღწიეს და ნეიმარის დაბრუნება დააანონსეს
ჰაკერების ჯგუფმა, რომლებიც საკუთარ თავს OurMine-ს უწოდებენ, „ბარსელონას“ ოფიციალურ „ტვიტერში“ შეაღწიეს. ბოროტმოქმედებმა რამდენიმე შეტყობინება დატოვეს. ერთ-ერთში ისინი აანონსებენ „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდ ნეიმარის „ბარსელონაში“ უახლოეს პერიოდში დაბრუნებას.
„რამდენიმე კერძო შეტყობინება წავიკითხეთ. როგორც ჩანს, ნეიმარი აქ დაბრუნდება“, – ეწერა ერთ-ერთ პოსტში, რომელიც ჰაკერებმა გამოაქვეყნეს.
იყო კიდევ ერთი შეტყობინებით დამნაშავეები გადადგომისკენ მოუწოდებენ კლუბის პრეზიდენტს ხოსეპ მარია ბარტომეუს.
მოგვიანებით, „ბარსელონამ“ დაადასტურა საკუთარი „ტვიტერის“ გატეხვა.