93 წლის ასაკში პენალტების სერიის გამომგონებელი გარდაიცვალა
93 წლის ასაკში პენალტების სერიის გამომგონებელი გარდაიცვალა

ისრაელის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა 93 წლის ასაკში იოსეფ დაგანის გარდაცვალების შესახებ. ყოფილი სპორტული ფუნქციონერი ფეხბურთის ისტორიაში შევიდა იმით, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად მატჩისშემდგომი პენალტების სერიის შემოღების ინიციატორი იყო.

მას შემდეგ, რაც 1968 წელს დაგანმა უყურა ოლიმპიური ტურნირის მეოთხედფინალს, რომელშიც ისრაელის ნაკრებმა ბულგარეთთან კენჭისყრით წააგო, მან მოიფიქრა გამარჯვებულის გამოვლენა სპორტული პრინციპით, კერძოდ, პენალტების სერიით. 1969 წელს, მან ნოვატორული წინადადება IFAB-ს (ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია საფეხბურთო წესების შემუშავებაზე) წარუდგინა.

იდეა მიიღეს და განახორციელეს 1970 წელს. პირველად პენალტების სერიით გამარჯვებული გამოვლინდა იმავე წელს, „ჰალ სიტისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ მატჩში. თამაში მანჩესტერულმა კლუბმა მოიგო.