9 მაისს ფარერებზე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება
9 მაისს ფარერებზე საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფარერების კუნძულებზე საფეხბურთო სეზონი 9 მაისს გაიხსნება. თავდაპირველი კალენდრით, ჩემპიონატი 8 მარტს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კორონავირუსის გამო, სტარტი რამდენჯერმე გადაიდო.

„ძალიან გაგვიმართლა, რომ ასე სწრაფად დავამყარეთ კონტროლი ვირუსის გავრცელებაზე და ახლა, შეგვიძლია ფეხბურთს დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ეს კარგია ფარერების ფეხბურთისთვის, რადგან შეგვიძლია დამატებითი ყურადღება დავიმსახუროთ იმ დროს, როცა მთელს ევროპაში ფეხბურთი გაჩერებულია“, – თქვა „კლაკსვიკის“ ფეხბურთელმა ოლე ერიკ მიდტსკოგენმა.

ფარერების კუნძულებზე კორონავირუსით 185 ადამიანი დაავადდა, აქედან გამოჯანმრთელდა – 176. გარდაცვალების შემთხვევა არ ყოფილა.