აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა დანა ვაიტმა დაადასტურა, რომ UFC 249 ქარდს კომენტირებას ჯო როგანი გაუწევს.
როგორც ცნობილი გახდა, მაისში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატი ერთი კვირის ინტერვალში, ფლორიდაში სამ ქარდს გამართავს. ასევე ბრძოლები 23 მაისსაც ჩატარდება.
მარტში ჯო როგანი აცხადებდა, რომ ცარიელ დარბაზში ბრძოლების კომენტირებას არ აპირებდა, თუმცა როგორც ჩანს მან აზრი შეიცვალა.
როგანი ასევე პანდემიის პირობებში, ზოგადად, ბრძოლების გამართვის წინააღმდეგი იყო.