89 წლის ასაკში გარდაიცვალა 1954 წლის მსოფლიო თასის ბოლო ჩემპიონი #1TVSPORT
89 წლის ასაკში გარდაიცვალა 1954 წლის მსოფლიო თასის ბოლო ჩემპიონი #1TVSPORT

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შემადგენლობაში მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი ჰორსტ ეკელი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეკელი ბოლო ცოცხალი ფეხბურთელი იყო, ვინც 67 წლის წინ ეს ტურნირი მოიგო. მაშინ ფინალში გერმანელებმა 0:2-დან 3:2 მოუგეს უნგრეთის „დიდ გუნდს“.

ეკელმა სანაკრებო დონეზე 32 მატჩი ჩაატარა. საკლუბო კარიერის დიდი ნაწილი მან „კაიზერსლაუტერნში“ გაატარა.