მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ 2018 წლის ოცწლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთი უმასპინძლებს. ტურნირი სამ ქალაქში – ბეზიეში, პერპენიანში და ნარბონში გაიმართება.
ტურნირზე კვლავ ხუთი სათამაშო დღე იქნება – 3 მაისი, 3 ივნისი, 7 ივნისი, 12 ივნისი და 17 ივნისი.
ოცწლამდელთა მსოფლიო თასზე სამი ჯგუფია:
ა ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, იაპონია
ბ ჯგუფი: ინგლისი, შოტლანდია, იტალია, არგენტინა
გ ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი, ირლანდია, საქართველო
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები პერპენიანში სტად ამ ჟიღალზე, ბეზიეში სტად დე ლა მედიტეღანზე და ნარბონში სტად დე სპორტზე გაიმართება. ფინალური შეხვედრების სტადიონები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის მსოფლიო თასის მასპინძლობის უფლებაც საფრანგეთმა მოიპოვა.