ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მოგების სანაცვლოდ სოლიდური ფულადი ანაზღაურება დააწესა.
როგორც გაზეთი Marca წერს, ესპანეთის ნაკრების თითოეული ფეხბურთელი 800 ათას ევროს მიიღებს, თუ ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდება. აღნიშნავენ, რომ ბონუსების ოდენობა უკვე შეთანხმებულია, მაგრამ მას დაამტკიცებენ იმის შემდეგ, რაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ.
შედარებისთვის, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს მუნდიალის მოგების სანაცვლოდ 350 ათას ევროს დაპირდნენ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ესპანელები პორტუგალიის, მაროკოსა და ირანის წინააღმდეგ ითამაშებენ.