8 მაისს აშშ-ში საჩოგბურთო ტურნირი იწყება, რომელშიც მატეი ბერეტინი ითამაშებს
მომავალ კვირას, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება საჩოგბურთო ტურნირი, რომელიც პირველი იქნება ამ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული პაუზის შემდეგ. ტურნირს უმასპინძლებს უესტ-პალმ-ბიჩი (ფლორიდა).
ტრიბუნებზე შესვლა დახურული იქნება, თუმცა, მატჩებს გადასცემენ ამერიკის საჩოგბურთო არხზე.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებს იტალიელი მატეო ბერეტინი, რომელიც გასულ წელს აშშ-ის ღიას ნახევარფინალამდე მივიდა. ასევე ითამაშებენ ამერიკელები – რაილი ოპელკა, ტენის სანდგრენი და ტომი პოლი. ქალთა ტურნირის მონაწილეები იქნებიან – ამანდა ანისიმოვა, ელისონ რისკე, დანიელ კოლინზი და ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი.
ტურნირი 8-10 მაისს ჩატარდება. მატჩებს კომენტარს გაუკეთებს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი ენდი როდიკი.