7x7-ზე ფეხბურთი | თბილისის საერთაშორისო ტურნირის ნახევარფინალში ორი ქართული გუნდი ითამაშებს #1TVSPORT
„მზიურის“ სტადიონზე მიმდინარე თბილისის საერთაშორისო ტურნირზე 7×7-ზე ფეხბურთში (Socca Grand Prix 7) მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა და ნახევარფინალისტები გამოვლინდა.
ნახევარფინალში სამი ქართული გუნდიდან ორი გავიდა – „ბეთლაივი“, რომელიც ესპანურ „ეუსკატს“ დაუპირისპირდა და ფრედ (2:2) დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ მეტოქე პენალტებით 5:4 დაამარცხა. ამის შემდეგ ქართული გუნდების დაპირისპირება გაიმართა – „გროსტი“ შეხვდა „რევაინს“, რომელმაც დაძაბული შეხვედრა მისინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა 2:1 და მთავარი პრიზისთვის ბრძოლას აგრძელებს.
1/4-ფინალური მატჩები:
„ეუსკატი“ (ესპანეთი) – „ბეთლაივი“ (საქართველო) 2:2 (4:5 პენალტებით)
„ავანგარდი“ (მოლდოვა) – „ალჰარა“ (ომანი) 1:5
„გროსტი“ (საქართველო) – „რევაინი“ (საქართველო) 1:2
„სარმატი“ (უკრაინა) – „სპორტინგ კარპატიანსი“ (რუმინეთი) 4:2.
1/2-ფინალური ეტაპის მატჩები „მზიურის“ სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. ერთი ქართული გუნდი ფინალში აუცილებლად გავა, რადგან ერთმანეთს „რევაინი“ და „ბეთლაივი“ დუაწყვილდნენ.
„რევაინი“ (საქართველო) – „ბეთლაივი“ (საქართველო) 20:00
„სარმატი“ (უკრაინა) – „ალჰარა“ (ომანი) 21:00