7x7-ზე ფეხბურთი | თბილისის საერთაშორისო ტურნირის მეოთხედფინალისტები ცნობილია - შემდეგ ეტაპზე სამი ქართული გუნდი გავიდა #1TVSPORT
„მზიურის“ სტადიონზე თბილისის საერთაშორისო ტურნირზე 7×7-ზე ფეხბურთში (Socca Grand Prix 7) ჯგუფური ეტაპი დასრულდა და მთავარი პრიზის მოსაპოვებლად ბრძოლას 8 გუნდი განაგრძობს.
A ჯგუში „თბილისის მერია“ მოულოდნელად „ალჰარასთან“ 1:3 დამარცხდა, ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა და გათამაშებასბ გამოეთიშა.
დანარჩენი სამი ქართული გუნდი პლეი ოფშია – D ჯგუფში „ბეთლაივი“ მოლდოვურ „ავანგარდთან“ 1:4 დამარცხდა და ჯგუფიდან მეორე ადგილით გავიდა.
C ჯგუფში „კროსტი“ რუმინულ „სპორტინგ კარპატიანსს“ დაუზავდა 1:1, ხოლო D ჯგუფში „რევაინმა“ ბოლო ტურში თურქულ „მექანიკას“ 4:1 სძლია და მეოთედფინალში ითამაშებს.
1/4-ფინალური ეტაპის მატჩები „მზიურის“ სტადიონზე 11:00 საათიდან დაიწყება:
„ეუსკატი“ (ესპანეთი) – „ბეთლაივი“ (საქართველო)
„ავანგარდი“ (მოლდოვა) – „ალჰარა“ (ომანი)
„კროსტი“ (საქართველო) – „რევაინი“ (საქართველო)
„სარმატი“ (უკრაინა) – „სპორტინგ კარპატიანსი“ (რუმინეთი).