74 წლის ჩოგბურთელმა პროფესიული კარიერა განაახლა #1TVSPORT
74 წლის ჩოგბურთელმა პროფესიული კარიერა განაახლა #1TVSPORT

74 წლის ჩოგბურთელი გეილ ფალკენბერგი სამწლიანი პაუზის შემდეგ, ამ კვირას პროფესიულ ჩოგბურთში დაბრუნდა.

ამერიკელმა მონაწილეობა მიიღო ფლორიდაში ITF-ის (ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია) ტურნირის კვალიფიკაციაში, სადაც პირველ წრეში დამარცხდა 20 წლის ტიფანი ფიკესთან – 0:6, 0:6.

ფალკენბერგისთვის ეს იყო პირველი მატჩი 2018 წლის აპრილის შემდეგ. მან კარიერა 38 წლის ასაკში დაიწყო და ორ წელიწადში WTA-ის რეიტინგში 360-ე ადგილამდე მიაღწია.

ასაკის მიუხედავად, ფალკენბერგმა განაცხადა, რომ შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ჯერ ისევ შეუძლია პროფესიულ დონეზე თამაშის მოგება.

„74 წლის ვარ, მაგრამ შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები. თუ არ ჩავთვლით ოდნავ დაღლილ მუხლებს, ყველაფერი ნორმალურადაა. გავაგრძელებ თამაშს, სანამ სხეული არ მიბრძანებს გაჩერებას“, – განაცხადა ფალკენბერგმა.