ნიუ ჯერსიში საერთაშორისო ჩემპიონთა ლიგის რანგში მადრიდული დერბი გაიმართა, რომელშიც უცნაური შედეგი დაფიქსირდა – „ატლეტიკომ“ 7:3 გაანადგურა „რეალი“.
დიეგო სიმეონეს გუნდში პოკერი შეასრულა დიეგო კოშტამ, ასევე თითო გოლი გაიტანეს ანხელ კორეამ, ვიტოლომ და ახალწვეულმა ჟოაო ფელიქსმა. „რეალიდან“ თავი გამოიჩინეს ნიჩომ, ქარიმ ბენზემამ და ადრიან დე ლა ფუენტემ.
პოკერის გარდა, დიეგო კოშტამ დანიელ კარვახალთან იჩხუბა და ორივე ფეხბურთელი მოედნიდან გააძევეს.
ეს იყო ყველაზე შედეგიანი მადრიდური დერბი ისტორიაში. მანამდე ეს რეკორდი 1950-51 წლების სეზონში ჩატარებულ მატჩს ჰქონდა, რომელშიც „ატლეტიკომ“ სტუმრად 6:3 მოუგო „სამეფო გუნდს“.
რეალი-ატლეტიკო 3:7
გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (1), 0:2 ჟოაო ფელიქსი (8), 0:3 კორეა (19), 0:4 დიეგო კოშტა (28), 0:5 დიეგო კოშტა (45-პენ), დიეგო კოშტა (51), 1:6 ნაჩო (60), 1:7 ვიტოლო (70), 2:7 ბენზემა (85-პენ), 3:7 დე ლა ფუენტე (89)
რეალი: კურტუა (46. ნავასი), სერხიო რამოსი (62. დე ლა ფუენტე), ნაჩო, ოდრიოსოლა (46. დანიელ კარვალახი), მარსელო (62. კარერა), მოდრიჩი (62. როდრიგო), კროოსი, ისკო (62. კუბო), იოვიჩი (30. ბენზემა), ვინისიუსი (46. ლუკას ვასკესი), აზარი (62. ბეილი).
ატლეტიკო: ობლაკი, სავიჩი (66. ფელიპე), ტრიპიერი (66. ისააკი), ლოდი (66. სანჩესი), ერმოსო (66. მონტერო), კოკე (66. ლორენტე), საულ ნიგესი (66. ერერა), დიეგო კოშტა, ალვარო მორატა (13. კორეა/66. კამელიო), ლემარი (66. სანარბია), ჟოაო ფელიქსი (66. ვიტოლო).
გაძევება: დანიელ კარვალახი (65. რეალი), დიეგო კოშტა (65. ატლეტიკო)