ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველო ირლანდიას დუბლინში, „ავივა სთედიუმზე“ დაუპირისპირდება.
გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა უკვე დაასახელეს ის ფეხბურთელები, რომლებიც შეხვედრას ძირითად შემადგენლობაში დაიწყებენ.
ვლადიმირ ვაისის გუნდი ასე გამოიყურება –
საქართველო – ლორია, კაკაბაძე, ხოჭოლოვა, კაშია, კვერკველია, კვეკვესკირი, კანკავა, გვილია, კიტეიშვილი, არველაძე, ქვილითაია.
ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის ასეთი შემადგენლობა დაასახელა –
ირლანდია – რენდოლფი, კოულმენი, დაფი, კიო, სტივენსი, ბრეიდი, ჰურიჰანე, ჰენდრიკი, მაკლინი, უილანი, მაკგოლდრიკი.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.