ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ოსკარ ტაბარესთან კონტრაქტის გაგრძელების შესახებ გამოაცხადა. 71 წლის სპეციალისტი ნაკრებთან 2022 წლის ზაფხულამდე იმუშავებს.
ტაბარესმა მეორედ ურუგვაის ნაკრები 2006 წელს ჩაიბარა. 2016 წელს ცნობილი გახდა, რომ ურუგვაელი დაავადებულია გიიენა-ბარეს სინდრომით. ეს არის მძიმე ნევროლოგიური დაავადება, რომელმაც შეიძლება დამბლა და გარდაცვალებაც კი გამოიწვიოს.