7 გოლი ამხანაგურ შეხვედრაში - „საბურთალომ“ „ნორჩი დინამო“ ავტოგოლებით დაამარცხა
4:3 დასრულდა ამხანაგური შეხვედრა, სადაც „საბურთალო“ ლიგა-2-ის ერთ-ერთ ლიდერს, „ნორჩ დინამოს“ დაუპირისპირდა.
დასაწყისში „ნორჩი დინამო“ 0:2 დაწინაურდა, პირველი ტაიმი კი 1:2 დასრულდა და ეს მესამე გოლიც საკუთარ კარში დინამოელებმა გაიტანეს – ნოდარ იაშვილის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში „საბურთალოს“ ნახევარმცველმა თორნიკე გორგიაშვილმა გაათანაბრა, დავით ვოლკოვის გოლით კი დაწინაურდა.
„ნორჩმა დინამომ“ ანგარიში გაათანაბრა – დავით ბოლქვაძემ პენალტით 3:3 გახადა.
ბოლო გოლი შეხვედრაში კვლავ ავტოგოლი გამოდგა – „ნორჩი დინამოს“ ფეხბურთელმა სევასტი თოდუამ საკუთარ კარში გაიტანა. საბოლოოდ, 4:3 „საბურთალოს“ სასარგებლოდ.