67 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი დავით კილასონია გარდაიცვალა
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, ღირსების ორდენის კავალერი დავით კილასონია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი გახლდათ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელძღვანელი, სახელოვანი ვეტერანი მორაგბე და მწვრთნელი.
დავით კილასონიამ სპორტული კარიერა თბილისის უნივერსიტეტის გუნდში, 1967 წელს დაიწყო. იგი თბილისის „ლოკომოტივის“ რიგებში მრავალჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი და ასევე მრავალჯერ იყო დასახელებული სსრკ-ს 30 საუკეთესოთა შორის. 1978 წელს გახდა ევროპის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი.
სწორედ დავით კილასონია იყო ახლად შექმნილი ეროვნული ნაკრების პირველი მთავარი მწვრთნელი და მისი უშუალო დამსახურებაა საქართველოს „მსოფლიო რაგბი“-ში გაწევრიანება.