ხანტი-მანსიისკში ქალ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატს პირველი ტურის დამატებითი პარტიების შემდეგ გათამაშებას სოფიო ხუხაშვილი გამოეთიშა. ხუხაშვილსა და ინდოელ ჰარიკა დრონოვალს შორის გამართული შეხვედრა საბოლოოდ 2,5:1,5 ინდოელი მოჭადრაკის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტურში ჰარიკა დრონოვალი ბელა ხოტენაშვილის წინააღმდეგ ითამაშებს.
პირველი ტურის შემდეგ მეორე ეტაპზე თამაშის უფლება ბელა ხოტენაშვილის გარდა ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა მოიპოვეს.