ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებში ჩაება ქართველი მძლეოსანი დავით ქავთარაძე, რომელიც სიგრძეზე ხტომაში შეეცადა მედლისთვის ბრძოლას.
მან საუკეთესო შედეგი მესამე გადახტომაზე დააფიქსირა – 5,76 მეტრი. თუმცა ეს მედლის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. დავით ქავთარაძემ პარალიმპიადა მე-12 ადგილზე დაასრულა, რაც ასევე დადებითი შედეგია.
ჩემპიონი კი ჩინელი დენინგ ჟიუ გახდა. ის 7,31 მეტრზე გადახტა.