თბილისობა 2018 - დედაენის ბაღში სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს [ფოტოამბავი]
„თბილისობა 2018“ გრძელდება. დედაენის ბაღი 12:00-დან 18:00 საათამდე სპორტულ ღონისძიებებს მასპინძლობს.
წარმოდგენილია იქნება ათზე მეტი სპორტული სახეობა, მათ შორის, ჭიდაობის ტურნირი, რომლის გამარჯვებულსაც წელს პირველად გადაეცემა გარდამავალი თასი. ღონისძიების მიმდინარეობის დროს, დედაენის ბაღს თბილისის მერი, კახა კალაძეც ესტუმრა.
დედაენის ბაღი – 12:00 – 18:00 – სპორტული და გასართობი ღონისძიებები:
• ტურნირი ქართულ ჭიდაობაში – თბილისის ფალავნის გათამაშება
• ტურნირები ნარდში
• მხატვრული ტანვარჯიში – საჩვენებელი გამოსვლა;
• აკრობატიკა – საჩვენებელი გამოსვლა;
• შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
• ბატუტი – საჩვენებელი გამოსვლა;
• ბოჩა (შშმ პირებისთვის)
• ტურნირი მინი გოლფში
• შეჯიბრი მკლავჭიდში
• მაგიდის ჩოგბურთი
• ძალოსნობა – საჩვენებელი გამოსვლა
• კარატე – საჩვენებელი თამაშები