54 წლის წინ ძაღლმა მოპარული მსოფლიო თასი იპოვა
54 წლის წინ ძაღლმა მოპარული მსოფლიო თასი იპოვა

ზუსტად 54 წლის წინ, ინგლისელმა დევიდ კორბეტმა და მისმა ძაღლმა სახელად პიკლზმა მსოფლიო საფეხბურთო თასი აღმოაჩინეს, რომელიც ლონდონში გამართულ გამოფენაზე 1966 წელს მოიპარეს. მსოფლიო თასი მუნდიალის დაწყებამდე სამი თვით ადრე დაიკარგა.

შეგახსენებთ, რომ იმ წელს ტურნირი ინგლისის ეროვნულმა ნაკრებმა მოიგო. ძარცვა 1966 წლის 20 მარტს ვესტმინსტერში მოხდა. პოლიცია ნივთს რამდენიმე დღე უშედეგო ეძებდა, 27 მარტს კი მსოფლიო თასი ლონდონის სამხრეთ ნაწილში იქნა აღმოჩენილი. ის გაზეთში გახვეული ბუჩქებში ოთხი წლის ლეკვმა სახელად პიკლზმა იპოვა, რომელსაც ინგლისელი პატრონი დევიდ კორბეტი ასეირნებდა.

შემდეგ, როდესაც ინგლისმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, პიკლზი ბანკეტზეც კი იყო მიწვეული. მის პატრონს 5000 ფუნტი ჯილდოს სახით გადაეცა.