51 ქულა ერთ მეოთხედში, ფილადელფიამ სერიაში ანგარიში გაათანაბრა
10:12, 16.04.2019
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) პლეი ოფის პირველ რაუნდში ფილადელფიამ საერთო სერიაში ანგარიში გაათანაბრა. „76“-მა პირველ მატჩში ბრუკლინთან მოულოდნელი წაგების შემდეგ, დღეს მარტივად მოიგო. მასპინძლებმა 145-123 გაიმარჯვეს. თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, ყველაფერი თამაშის მესამე მეოთხედში გადაწყდა, რომელშიც „სიქსერსმა“ მეტოქეს 51 ქულა ჩაუგდო და 28-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა. გამარჯვებულებს ჯოელ ემბიდმა ულიდერა ორმაგი დუბლით. კამერუნელი ცენტრის ანგარიშზე 23 ქულა და 10 მოხსნა დაფიქსირდა. შესანიშნავი მატჩი ჰქონდა ბენ სიმონსს. ავსტრალიელმა კალათბურთელმა 18 ქულით, 12 პასით და 10 მოხსნით სამმაგი დუბლი გაიფორმა.
სერია ბრუკლინში გადაინცვლებს და მომდევნო ორი შეხვედრა „ბერქლეის ცენტრში“ ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ მოგებმდეა. ამ წყვილის გამარჯვებული აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში ტორონტო „რეპტორზსა“ და ორლანდო „მეჯიქს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. პირველი თამაში ფლორიდელებს კანადაში აქვთ მოგებული და ხვალ ეს გუნდები ისევ „ეირ კანადა ცენტრში“ ითამაშებენ.