500-ზე მეტი გოლი საკლუბო კარიერაში - იბრაჰიმოვიჩმა „კროტონესთან“ დუბლი შეასრულა [ვიდეო]
იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურის მატჩში „მილანმა“ „კროტონეს“ უმასპინძლა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.
დუბლი შეასრულა „მილანის“ თავდასმხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომლისთვისაც გატანილი გოლები საიუბილეო აღმოჩნდა.
იბრაჰიმოვიჩმა დუბლის შესრულებით, თავის საკლუბო კარიერაში მე-500 და 501-ე გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანის“ შემადგენლობაში 19 მატჩი ჩაატარა და 16 გოლის ავტორი გახდა.
აღსანიშნავია, რომ „მილანი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის სათავეშია, „კროტონე“ კი ბოლო ადგილზე იმყოფება.