500 სტადიონზე ნამყოფმა გულშემატკივარმა საუკეთესო დაასახელა
500 სტადიონზე ნამყოფმა გულშემატკივარმა საუკეთესო დაასახელა

იტალიელმა გულშემატკივარმა ფედერიკო როჩომ საუკეთესო სტადიონი დაასახელა.

ის ნამყოფია 500 არენაზე და, მისი აზრით, მსოფლიოში საუკეთესო გლაზგოში მდებარე „სელტიკ პარკია“. ამ სტადიონზე როჩო 2013 წლის 26 ნოემბერს იმყოფებოდა.

„მე ნამყოფი ვარ მსოფლიოს 25 ქვეყანაში: გერმანიაში, ესპანეთში, ინგლისში და საფრანგეთშიც, მაგრამ სწორედ „სელტიკ პარკზე“ ავტირდი“, – ციტირებს „დეილი რეკორდი“ (Daily Record) როჩოს, – „გამანადგურებელი მარცხის მიუხედავად, „სელტიკის“ ფანები განაგრძობდნენ თავისი გუნდის მხარდაჭერას, შემდეგ კი სასმელზე დაგვპატიჟეს. ეს იყო ფანტასტიკა“.