შსს - აქციაზე იმყოფებოდა 5 ათასი პოლიციელი, რაც დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული იყო
შსს - აქციაზე იმყოფებოდა 5 ათასი პოლიციელი, რაც დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე 15 ათასი პოლიციელი იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, აქციაზე 5 ათასი პოლიციელი იმყოფებოდა, რაც დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული იყო.

„გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე. მონაწილეობდა დაახლოებით 5 000 პოლიციელი, რაც ადგილზე მყოფი აქციის მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის იყო აუცილებელი და დემონსტრანტთა რაოდენობის პროპორციული“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს შსს-ში.