49 წლის იაგრმა განაცხადა, რომ მზად არის კარიერის გასაგრძელებლად #1TVSPORT
49 წლის იაგრმა განაცხადა, რომ მზად არის კარიერის გასაგრძელებლად #1TVSPORT

ჰოკეის ჩეხური კლუბის „კლადნოს“ ფორვარდმა იარომირ იაგრმა ინტერვიუ მისცა ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალურ ვებგვერდს, რომელშიც აღაიარა, რომ ასაკის მიუხედავად ისევ აპირებს თამაშს. ლეგენდარულ თავდამსხმელს 49 წელი შეუსრულდა.

„რა თქმა უნდა, 50 წლის მოახლოებასთან ერთად, თვისებები უარესდება, საკმარისი აღარ არის სისწრაფე. ადრე მთელი კარიერის განმავლობაში ვგრძნობდი: აი, ახლა უნდა გავიტანო, დავეხმარო გუნდს. დღეს ასეთი სქემა არ მუშაობს. დღეს მე არჩევანი არ მაქვს. მესმის, რომ თუ წავალ, წავლენ ძლიერი პარტნიორები და სპონსორები. ყველაზე უარესი გრძნობა დღეს ის არის, რომ ვერ ვამართლებ გულშემატკივრების მოლოდინს. ისინი ჯერაც ელიან ჩემგან გოლებს. არ შემიძლია მივატოვო „კლადნო“ რომელსაც 20 წელი ფლობდა მამაჩემი. მე უნდა გავაგრძელო მისი საქმე“, – განაცხადა იაგრმა.

გასულ სეზონში „კლადნო“ ჩეხეთის მეორე დივიზიონის ჩემპიონი გახდა.