49 წლის იაგრი კარიერას არ ასრულებს #1TVSPORT
49 წლის იაგრი კარიერას არ ასრულებს #1TVSPORT

ჰოკეის ჩეხური კლუბის „კლადნოს“ მფლობელმა და ფორვარდმა იარომირ იაგრმა, რომელსაც თებერვალში 49 წელი შეუსრულდა, გამოაცხადა, რომ სათამაშო კარიერის გაგრძელებას აპირებს.

„მიმაჩნია, რომ ისევ შემიძლია თამაში. მაგრამ ბევრი უნდა ვიმუშაო, უფრო მეტი ძალა დავხარჯო. ბევრი უნდა ვივარჯიშო, წონა ვაკონტროლო. მივეჩვიე იმას, რომ გოლს ვიტან, როცა ამას მოვისურვებ. ადრეული წლებიდან ბევრს ვმუშაობდი იმისთვის, რომ ეს გამომსვლოდა. მაგრამ ახლა ასე არ არის.

დღემდე ვთამაშობ იმის გამო, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ კლუბის წინაშე. ეს არის მთავარი მიზეზი. ეს რომ არა, აღარ ვისრიალებდი ყინულზე. საკუთარი თავისგან ბევრს ველოდები, მაგრამ ვერ ვიღებ ამას. თუმცა, კარგად ვაცნობიერებ იმას, რომ თუ წავალ, ბევრი სპონსორი დატოვებს გუნდს. ამიტომაც არ მაქვს არჩევანი“, – მოჰყავს იაგრის სიტყვები NHL-ის ოფიციალურ ვებგვერდს.