47 წლის იარომირ იაგრმა ჩეხეთის ჩემპიონატში პოკერი შეასრულა

11:03, 20.04.2019

ჩეხური კლადნოს ფორვარდი იარომირ იაგრი ჩესკე-ბუდეიოვიცეს წინააღმდეგ ქვეყნის მეორე დივიზიონის მატჩის გმირი გახდა. 47 წლის ვეტერანმა პოკერი შეასრულა და თავის გუნდს 4:2 მოაგებინა. ამ გამარჯვებით კლადნომ ვადაზე ადრე გაიფორმა ელიტურ დივიზიონში საგზური.

იაგრი კლადნოს მფლობელია. მიმდინარე სეზონის 22 მატჩში მან 22 ქულა (13 შაიბა+9 შედეგიანი პასი) დააგროვა.

იარომირ იაგრი ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა.

მსგავსი