47 წლის იაგრმა გოლი გაიტანა
47 წლის იაგრმა გოლი გაიტანა

ლეგენდარულმა ჩეხმა ჰოკეისტმა იარომირ იაგრმა პირველი შაიბა გაიტანა ჩეხეთის ახალ ჩემპიონატში.

47 წლის იაგრი თამაშობს „კლადნოში“, რომლის მფლობელი თავად არის. 2019-20 წლების სეზონის წინ „კლადნო“ დაბრუნდა ჩეხეთის მთავარ ლიგაში. 21 სექტემბერს იაგრი სეზონში პირველად გავიდა ყინულზე და მაშინვე გაიტანა გოლი „კარლოვი ვარის“ კარში. ვეტერანმა ჯამში ყინულზე 22 წუთი გაატარა.

„კლადნომ“ ეს შეხვედრა 4:7 წააგო და ჯერ სეზონის სამ მატჩში მოგება არ აქვს.

იარომირ იაგრმა პროფესიული კარიერა 1988 წელს, სწორედ „კლადნოში“ დაიწყო. ის NHL-ის 1990 წლის დრაფტზე მეხუთე ნომრად აირჩიეს. ფორვარდი ორჯერ გახდა სტენლის თასის მფლობელი „პიტსბურგის“ შემადგენლობაში, ორჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, 1998 წელს კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.