45 წელი ისტორიული შეხვედრიდან - როგორ გამოაგდო „დინამომ“ მილანის „ინტერი“ უეფა-ს თასიდან [ვიდეო] #1TVSPORT
45 წელი ისტორიული შეხვედრიდან - როგორ გამოაგდო „დინამომ“ მილანის „ინტერი“ უეფა-ს თასიდან [ვიდეო] #1TVSPORT

45 წლის წინ თბილისმა ისტორიულ შეხვედრას უმასპინძლა – 1977 წლის 28 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამო“ მილანის „ინტერს“ შეხვდა.

ეს უეფა-ს თასის პირველი რაუნდის განმეორებითი შეხვედრა იყო. პირველი „სან სიროზე“ თბილისის „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა 1:0. ერთადერთი გოლი 78-ე წუთზე დავით ყიფიანმა გაიტანა.

ქართული ფეხბურთის ლეგენდამ იტალიური გრანდის ლეგენდას, ჯაჩინტო ფაკეტის (იტალიის ნაკრების მარცხენა მცველი, 2004-2006 წლებში „ინტერის“ პრეზიდენტი) ბურთი მოპარა და თბილისურ გუნდს გამარჯვებასა და ისტორიის დაწერაში დაეხმარა 1:0.

განმეორებითი მატჩი 0:0 დასრულდა. თუმცა, მეორე ტაიმში გატანა ვიტალი დარასელიას შეეძლო. თბილისის „დინამო“ შემდეგ ეტაპზე გავიდა.


„დინამო“ – „ინტერი“ 0:0


28 სექტემბერი. „დინამო არენა“. 90 000 მაყურებელი


„დინამო“: გოგია, კოსტავა, კანთელაძე, ხინჩაგაშვილი, მუჯირი, გ. მაჩაიძე (84. ჩივაძე), მ. მაჩაიძე, ქორიძე, გუცაევი (46. დარასელია), ყიფიანი, შენგელია

მწვრთნელი: ნოდარ ახალკაცი

„ინტერი“: ბორდონი, ბარეზი, ორიალი, მარინი, კანუტი, ბინი, პავონე, სკანციანი, ანასტასი, მერლო, მურარო (46. გასპარინი)

მწვრთნელი: ევგენიო ბერსელინი