43 გოლი ევროტურნირებზე - სალაჰმა ინგლისური კლუბების რეკორდი დაამყარა #1TVSPORT
43 გოლი ევროტურნირებზე - სალაჰმა ინგლისური კლუბების რეკორდი დაამყარა #1TVSPORT

ევროპის ლიგის მატჩში „ლივერპულმა“ „ტულუზას“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1. მეხუთე, შეხვედრის დამაგვირგვინებელი გოლი მოჰამედ სალაჰმა 90+3-ე წუთზე გაიტანა და ინგლისური კლუბების მოთამაშეებს შორის რეკორდსმენი გახდა.

საქმე ისაა, რომ ინგლისური საკლუბო ფეხბურთის ხანგრძლივ ისტორიაში 43 გოლი ევროტურნირებზე არცერთ ფეხბურთელს არ გაუტანია. მეორე ადგილზე ტიერი ანრია (42 გოლი), ხოლო მესამეზე – სერხიო აგუერო, რომელმაც ევროტურნირებზე მეტოქეების კარი 40-ჯერ აიღო.

ევროპის ლიგის E ჯგუფში სამი ტურის შემდეგ სწორედ „მერსისაიდელები“ ლიდერობენ, რომლებმაც სამივე მატჩი მოიგეს და ცხრა ქულა დააგროვეს.