„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ანდრეს ინიესტამ კარიერაში მე-1000 მატჩი ჩაატარა.
39 წლის ესპანელმა 80 წუთი ითამაშა „ემირეიტსის“ შემადგენლობაში „აჯმანის“ (0:2) წინააღმდეგ არაბეთის გაერთიანებული საამიროების ჩემპიონატში.
ეს მატჩი მე-1000 იყო ინიესტასთვის კარიერაში. მან 49 მატჩი ჩაატარა „ბარსელონა B“-ს რიგებში, 674 – „ბარსელონაში“, 134 – იაპონიის „ვისელ კობეში“, 12 – „ემირეიტსში“ და 131 – ესპანეთის ნაკრებში.