36 წლის ბელგიელმა სამი შვილის დედამ, კიმ კლაისტერსმა, მოულოდნელად ჩოგბურთში დაბრუნების შესახებ გამოაცხადა.
„არ მაქვს იმის შეგრძნება, თითქოს ვინმეს რაიმე უნდა დავუმტკიცო. მაგრამ მინდა საკუთარ თავს ვესროლო გამოწვევა, მინდა ისევ გავხდე ძლიერი. ეს ჩემი მარათონია“, – განაცხადა კლაისტერსმა WTA-ის ოფიციალური ვებგვერდისთვის.
პირველად კიმმა კარიერა 2007 წლის გაზაფხულზე დაასრულა. იმ მომენტში მას ერთი მოგება ჰქონდა „დიდი სლემის“ ტურნირებზე (2005 წლის აშშ-ის ღია პირველობა).
პირველი შვილის დაბადების შემდეგ, კლაისტერსი 2009 წლის აგვისტოში დაბრუნდა და კიდევ სამ „მეიჯორში“ გაიმარჯვა: 2009 წელსა და 2010 წელს აშშ-ის ღია პირველობაზე და 2011 წელს – ავსტრალიის ღიაზე.
კლაისტერსი 2020 წლის იანვრიდან განაახლებს კარიერას.