36 მწვრთნელმა ევროპაში მუშაობის უფლება მიიღო
ზუგდიდში, საფეხბურთო კლუბ ბაიას ბაზაზე, 9-10 მარტს, ეროვნული კატეგორიის C ლიცენზიის მქონე მწვრთნელთა გადამზადების კურსები გაიმართა. მისი ორგანიზატორი ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილება იყო, სამგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაცია კი აქტიურად იყო ჩართული.
სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა და მასში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დასაქმებული 36-მა მწვრთნელი მონაწილეობდა. გადამზადების შედეგად თითოეული მათგანი უეფას კატეგორიის C ლიცენზიას მიიღებს. ეს მწვრთნელებს საშუალებას მისცემს, რომ მთელი ევროპის მასშტაბით იმუშავონ.
ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე მწვრთნელების გადამზადების პროცესს ფეხბურთის ფედერაცია რეგიონულ ფედერაციების ჩართულობით მომავალშიც გააგრძელებს – პროექტის ფარგლებში მალე კურსები იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში მომუშავე მწვრთნელებისთვის ქუთაისში გაიმართება. რაც მთავარია, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერის შედეგად მწვრთნელებისათვის ეს კურსები სრულიად უფასოა.