35 წლის ტიაგო სილვა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს
35 წლის ტიაგო სილვა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშს აპირებს

„ჩელსის“ მცველმა ტიაგო სილვამ ლონდონურ კლუბში თავისი გამოსვლის მოტივაციაზე ილაპარაკა.

„ყოველდღიურად მოტივაციას გამარჯვების სურვილი მაძლევს. მოვიპოვო ყველაფერი, რაც ჩემს ძალებშია. ინგლისის ჩემპიონატის გუნდში გადასვლის შემდეგ, მთავარი ამოცანა – ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას.

ჩვენ ძლიერი გუნდი და შესანიშნავი მწვრთნელი გვყავს. აქ იმისთვის მოვედი, რომ ჩემი წვლილი შევიტანო და ყველაფერი გავაკეთო ამ მიზნების მიღწევისთვის.

მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატში თამაშის პერსპექტივა – კიდევ ერთი მოტივაციაა, რომელიც აღმაფრენას მაძლევს. მომდევნო ჩემპიონატისთვის 38 წლის ვიქნები და ძალიან მოტივირებული ვარ იმისთვის, რომ ტურნირს საუკეთესო ფორმაში შევხვდე“, – თქვა სილვამ.

ბრაზილიელი ლონდონურ კლუბში მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას „პარი სენ-ჟერმენიდან“ გადავიდა.