35 წლის კვალიარელამ ზედიზედ მე-10 მატჩში გაიტანა
35 წლის კვალიარელამ ზედიზედ მე-10 მატჩში გაიტანა

ბატისტუტას რეკორდამდე ერთი მატჩი დარჩა. „სამპდორიას“ ფორვარდმა ფაბიო კვალიარელამ სერია A-ს მე-20 ტურში „ფიორენტინას“ (3:3) წინააღმდეგ ორი გოლი გაიტანა და ახლა მისი შედეგიანი სერია იტალიის ჩემპიონატში ზედიზედ 10 მატჩს აღწევს, რაც 1994 წლის შემდეგ არ მომხდარა, – იტყობინება „სკუოკა ფუტბოლის“ (Squawka Football) „ტვიტერი“.

ამ მხრივ რეკორდსმენია „ფიორენტინას“ ლეგენდარული ფორვარდი გაბრიელ ბატისტუტა, რომელმაც 1994 წელს ზედიზედ 11 მატჩში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი.

კვალიარელას შეუძლია გაიმეოროს არგენტინელის რეკორდი 26 იანვარს, როცა მისი გუნდი შინ მიიღებს „უდინეზეს“.