„ბარსელონას“ ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ უპასუხა შეკითხვას – აპირებს თუ არა კარიერის დასრულებას. 35 წლის ესპანელმა აღიარა, რომ კიდევ აქვს თამაშის სურვილი.
„ხანდახან ვფიქრობ წასვლაზე. მაგრამ, ჯერჯერობით, კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და მოტივაციაც გამაჩნია. ბედნიერი ვარ და ეს მაძლევს თამაშის სურვილს.
„ბარსელონას“ საწვრთნელი ცენტრისთვის ჩემი სახელის მინიჭება? ეს დიდ პატივია ჩემთვის, მაგრამ არის კიდევ ბევრი მოთამაშე, რომლებიც ამის ღირსნი არიან. შესანიშნავი იქნებოდა იმის ხილვა, როგორ დაარქმევენ „ლა-მასიას“ ჩემს სახელს“, – თქვა ინიესტამ „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში.
ესპანელი 2018 წლიდან იაპონიის „ვისელ კობეში“ თამაშობს.