„სქაი სპორტსმა“ პრემიერლიგის სიმბოლური ნაკრები წარმოადგინა, რომელიც სტატისტიკური მონაცემებითაა შედგენილი. გამოყენებული იყო ე.წ. „ფოუერ რანკინგის“ (Power Rankings) და გაითვალისწინეს 34 სტატისტიკური მაჩვენებელი პრემერლიგის თამაშებიდან. მაგალითად, ყოველი გოლი ან მოგებული მატჩი უმატებს ფეხბურთელს რეიტინგში ქულებს, ბურთის დაკარგვა ან პენალტის გაფუჭება – აკლებს.
საბოლოოდ, მიიღეს ამგვარი სიმბოლური ნაკრები:
კასპერ შმეიხელი (ლესტერი), ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული), ჯეიმს ტარკოვსკი (ბარენლი), ენდრიუ რობერტსონი (ლივერპული), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ჯეიმს მედისონი (ლესტერი), ჯეკ გრილიში (ასტონ ვილა), სადიო მანე (ლივერპული), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), რაულ ხიმენესი (ვულვერემპტონი).
გუნდში ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს დე ბრუინს – 62 353 ქულა.