34-ე ტური ეროვნულ ლიგაში - „ლოკომოტივი“ ევროსაგზურის მოპოვების ზღვარზე
34-ე ტური ეროვნულ ლიგაში - „ლოკომოტივი“ ევროსაგზურის მოპოვების ზღვარზე
ეროვნული ლიგაში 34-ე ტური იწყება. თამაშები სამ დღეს გაგრძელდება და შესაძლოა, პლეიოფების მონაწილეების ვინაობაც გაირკვეს.
ანგისას ბაზაზე წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება, რადგან საჩემპიონო ბრძოლიდან მეორეზე გადანაცვლებულ ბათუმის „დინამოს“ (64 ქულა) ოთხი მატჩია, არ მოუგია. მაგრამ შეეცდება, რომ თბილისის „დინამოს“ ისევ გადაასწროს – გია გეგუჩაძის გუნდს გაწვრთნილები ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლებენ, რომელმაც ბოლო ორი თამაშის მოგებით ვითარება გამოასწორა და მოგება სჭირდება, ეროვნულ ლიგაში ადგილი პლეი ოფის გარეშე რომ შეინარჩუნოს.
შაბათს, 9 ნოემბერს, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ზუსტად ანალოგიური მნიშვნელობის მატჩი შედგება: მეცხრეადგილოსანი „რუსთავი“ თბილისის „დინამოს“ (66 ქულა) უმასპინძლებს, რომელიც წინა ტურში პირველ ადგილზე დაწინაურდა და ჩემპიონობის რეალური შანსი გაუჩნდა. საინტერესოა, რომ გუნდები ერთმანეთს სულ შვიდჯერ შეხვდნენ და „რუსთავმა“ მხოლოდ ერთხელ მოიგო.
„საბურთალო“ (61 ქულა) მესამე ადგილზეა და ჩემპიონობის თეორიულ შანსს ინარჩუნებს, მაგრამ სამ ტურში რა მოხდება, არავინ უწყის. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს შანსი აქვს, „ვიტ ჯორჯიასთან“ „მიხეილ მესხზე“ დაგეგმილ შეხვედრაში ტიტულის შენარჩუნების შანსი ისევ შეინარჩუნოს. ეს გუნდები მეექვსედ შეხვდებიან ერთმანეთს. წინა შეხვედრებში ორი „საბურთალომ“ მოიგო, 2 ფრედ დასრულდა, ხოლო ერთში ვიტელებმა იმარჯვეს.
თბილისის „ლოკომოტივი“ (49 ქულა) უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს – ლევან კორღალიძის გუნდი საჩხერის „ჩიხურას“ „მიხეილ მესხი 2“ – ზე მიიღებს და მოგების შემთხვევაში, ოთხეულს და ბოლო წლებში პირველად ევროპის ლიგის საგზურს გაინაღდებს.
ტური კვირას, 10 ნოემბერს, წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე დასრულდება, სადაც ქუთაისის „ტორპედო“ გორის „დილას“ უმასპინძლებს. მასპინძლები ორი ტურის წინ ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძოდნენ, ახლა კი საპირისპირო ამოცანის წინაშე დადგნენ – მათ მხოლოდ მოგება აწყობთ, ლიგაში ადგილი პლეი ოფის გარეშე რომ შეინარჩუნონ. გორელებს კი 3 ქულა სჭირდებათ, ბოლო ორი ტური მშვიდად რომ ჩაამთავრონ.
პარასკევი, 8 ნოემბერი
დინამო ბთ – სიონი
19:00. ანგისა – ბათუმი
შაბათი, 9 ნოემბერი
რუსთავი – დინამო თბ
14:00. ტექნიკური ცენტრი – რუსთავი
საბურთალო – ვიტ ჯორჯია
14:00. მიხეილ მესხი – თბილისი
ლოკომოტივი – ჩიხურა
18:00. მიხეილ მესხი 2 – თბილისი
კვირა, 10 ნოემბერი
ტორპედო – დილა
14:00. 26 მაისი – წყალტუბო