3:0 ყოფილ გრანდთან - ოგბაიძის „ვიქტორიამ“ ბერლინის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT
3:0 ყოფილ გრანდთან - ოგბაიძის „ვიქტორიამ“ ბერლინის „დინამო“ დაამარცხა #1TVSPORT

გერმანიის რეგიონალ ლიგის 24-ე ტურში შალვა ოგბაიძის „ვიქტორია“ ბერლინურ დერბიში დიდი ტრადიციების მქონე „დინამოს“ ესტუმრა და დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა – 3:0.

ბერლინის „დინამო“ აღმოსავლეთ გერმანიის (გდრ) ერთ-ერთი გრანდი იყო და ზედიზედ ათჯერ (1979-1988 წლებში) ჩემპიონი გახდა, მაგრამ გერმანიის გაერთიანების შემდეგ შტაზის (გდრ-ის სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს) გუნდის დიდება წარსულში ჩაბარდა და ახლა რანგით მესამე ლიგაში დასაწინაურებლად იბრძვის.

მანამდე ოგბაიძის „ვიქტორია“ „ჰალბერშტადტს“ შეხვდა და ქულა მოიპივა – 2:2. ოგბაიძემ შეუცვლელად ითამაშა და საგოლე გადავემა შეასრულა. 19 წლის ქართველმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, 19 მატჩში 2 გოლის გატანა და 4 საგოლე გადავემის შეასრულება მოახერხა.

ქართველი ლეგიონერის გუნდი რეგიონალ ლიგაში ჩატარებული 26 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-9 პოზიციაზეა და მესამე ბუნდესლიგაში გადასვლის მცირე შანსი გააჩნია.