30-წლიანი პაუზის შემდეგ კალათბურთში საქართველოს ქალთა ნაკრები ჩამოყალიბდა #1TVSPORT
30-წლიანი პაუზის შემდეგ კალათბურთში საქართველოს ქალთა ნაკრები ჩამოყალიბდა #1TVSPORT

თითქმის 30-წლიანი პაუზის შემდეგ კალათბურთში საქართველოს ქალთა ნაკრები ჩამოყალიბდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ნაკრების შექმნის მცდელობა აქამდეც იყო, იგი რეალობად წელს იქცა. გუნდი ქალთა კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახა შენგელიასა და მისი მოადგილის, ლელა ცანავას წყალობით შეიკრიბა.

ქართველი კალათბურთელები მონაწილეობას პატარა ქვეყნებს შორის ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მიიღებენ, რომელიც 25-30 ივნისს კოსოვოში ჩატარდება.

საქართველოს ქალ კალათბურთელთა ნაკრები A ჯგუფში კვიპროსთან, მალტასა და კოსოვოსთან ერთად ითამაშებს.

მატჩების განრიგი:

25.06 – კვიპროსი VS საქართველო
26.06 – საქართველო VS მალტა
27.06 – კოსოვო VS საქართველო

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: 

1 მაგდა სვიანაძე
7 ნატალი ოთხმეზური
8 ქეთევან დანელაშვილი
9 ქეთევან მამუჩარაშვილი
12 ნატალი ჩუტკერაშვილი
13 სალომე კალანდაძე
14 კესო ბარბაქაძე
17 ელისაბედ ხიმშიაშვილი
19 თამარ პაპუაშვილი
21 ხატია კებურია
22 ანა ქავთარაძე
23 ეკატერინე წივწივაძე

მთავარი მწვრთნელი: ნუგზარ ჭეიშვილი
ასისტენტი: დიმიტრი ჭელიძე
ფიზ.მომზადების მწვრთნელი: ლევან სამხარაძე
ექიმი: გია ბასილაია

A ჯგუფის საუკეთესო ორი გუნდი ნახევარფინალში B ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს ჯვარედინი სისტემით შეხვდება. მათ შორის გამარჯვებულები ფინალში გავლენ, ხოლო დამარცხებულები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ. ტურნირზე ასევე განაწილდება ყველა სხვა დანარჩენი ადგილიც.