იტალიელი ექიმი გვიდო პორჩელინი 30 წლითაა დისკვალიფიცირებული.
Swim Swam-ის ინფორმაციით იტალიის ანტისადოპინგო სააგენტომ პორჩელინის დაუმტკიცა, რომ იგი მოცურავეებს აკრძალულ პრეპარატებს აძლევდა და დისკვალიფიკაციის ვადაც განუსაზღვრა. ამავდროულად ჯერ არაფერია გარკვეული იმ სპორტსმენების მიმართ ვინც პორჩენილისგან აკრძალულ მედიკამენტებს იღებდნენ. სავარაუდოდ ფილიპო მანინის, რომელმაც მსოფლიო და ევროპის პირველობა მოიგო 8 წლიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორს მიკელე სანტუჩის, რომელიც ჩვენებას არ იძლევა, შესაძლოა 4 წლიანი დისკვალიფიკაცია განესაზღვროს.