3 ივლისს „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ - სუპერთასის ფინალის დრო და ადგილი ცნობილია #1TVSPORT
3 ივლისს „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ - სუპერთასის ფინალის დრო და ადგილი ცნობილია #1TVSPORT

ცნობილი გახდა საქართველოს სუპერთასის 2024 წლის გათამაშების ფინალური მატჩის მასპინძელი არენა და თარიღი – შეხვედრა 3 ივლისს შედგება.

საქართველოს სუპერთასის 2024 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 28 ივნისს გაიმართა და საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობდა.

28 ივნისს სუპერთასის ნახევარფინალში მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის მესამეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და პენალტების სერიაში დამარცხდა. ხოლო დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელმა „იბერია 1999“-მა ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის ვიცე-ჩემპიონი „დინამო თბილისი“ მიიღო და 0:2 წააგო.

საქართველოს ნახევარფინალში გამარჯვებული „დინამო თბილისი“ და ქუთაისის „ტორპედო“ მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, რომელიც 3 ივლისს, 21:00 საათზე „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება, ხოლო დამარცხებულები – ბათუმის „დინამო“ და „იბერია“ მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.