29 ნოემბერი „ბარსელონას“ დაბადების დღეა - 120 წელი დაარსებიდან
29 ნოემბერი „ბარსელონას“ დაბადების დღეა - 120 წელი დაარსებიდან

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ტიტულოვანი გუნდი „ბარსელონა“ იუბილარია.

ლეგენდარული კატალონიური კლუბი დაარსებიდან 120 წლისთავს ზეიმობს.

საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ 1899 წელს დაარსდა და კატალონიური გუნდის პირველი შემადგენლობა ბრიტანელი, ესპანელი, შვეიცარიელი და რა თქმა უნდა, კატალონიელი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

„ბარსელონას“ დამაარსებელად შვეიცარიელი ფეხბურთელი ჟოან გამპერი მიიჩნევა, რომელიც კატალონიური კლუბის პირველი პრეზიდენტიც იყო.